საცხოვრებელი სახლი თბილისში
აგური და ხის თბილი ტონი ერთ ფასადზე. მუქი ფანჯრის ჩარჩოები და მოაჯირები ორივე ზედაპირს ერთმანეთთან აკავშირებს.
აღმოაჩინეთ იდეები თქვენი სახლისთვის და დაათვალიერეთ ჩვენი მასალებით მოპირკეთებული ფასადები
აგური და ხის თბილი ტონი ერთ ფასადზე. მუქი ფანჯრის ჩარჩოები და მოაჯირები ორივე ზედაპირს ერთმანეთთან აკავშირებს.
გლუვი შამპანისფერი პანელები და პერფორირებული ვერტიკალური ლამელები. მზის ჩასვლისას ფასადი ოქროსფერ ელფერს იღებს.
ჰორიზონტალური თეთრი სარტყლები, ანთრაციტისფერი გვერდითი მოცულობა და პერფორირებული პანელები. კონტრასტი შენობას მკაფიო რიტმს აძლევს.
ტერაკოტისფერი ხის ტექსტურის პანელები, პერფორირებული ჩანართები და თეთრი საფეხურისებრი ბალკონები. ფოტოები გადაღებულია მონტაჟის ეტაპზე.
ფოტოებზე — ხის ტექსტურის პანელების მონტაჟი ხარაჩოდან. ვთანამშრომლობთ სამონტაჟო გუნდებთან, რომლებსაც ვენტილირებად ფასადზე მუშაობის გამოცდილება აქვთ, და დაგაკავშირებთ მათთან.